ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

+ A -
A A A
a A

მიმდინარე სიახლეები

16 ივლისი, 2020

ტეგები

სიახლე

თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის ახალი შენობა აშენდება

ახალი შენობის მაკეტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.

პრეზენტაციას საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ნიკოლოზ მარსაგიშვილი,  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და  სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარე დაესწრნენ.

სასამართლოს ახალი 9 სართულიანი  შენობა დიღომში, როსტევანის ქუჩაზე აშენდება. ახალ შენობაში  52 სასამართლო სხდომის დარბაზი განთავსდება, მათგან 5 ნაფიც მსაჯულთა პროცესებისთვისაა განკუთვნილი. 

სასამართლო შენობის მიწისქვეშა სართულზე განთავსდება  საბადრაგო სამსახურის საგუშაგო ოთახები, ნივთმტკიცების შესანახი და საარქივო სივრცეები, მსჯავრდებულთა დროებითი მოთავსების საკნები, მათ შორის არასრულწლოვანთათვის.

საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, პირველ სართულზე მოეწყობა  მოქალაქეთა მომსახურების სივრცე, რომელიც  ვიზიტორებს,   სხვადასხვა სერვისებს შეუფერხებლად შესთავაზებს.

თანამედროვე სტანდარტების ახალი შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირთა უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილებისათვის.