ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

+ A -
A A A
a A

სასამართლოს შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 აპრილის ბრძანებულებით, 2005 წლის 5 მაისს, ლიკვიდირებულ იქნა გლდანი-ნაძალადევის, ისანი-სამგორის, დიდუბე-ჩუღურეთის, კრწანისი-მთაწმინდის და ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოები და შეიქმნა თბილისის საქალაქო სასამართლო, რომლის სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა . თბილისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ფუნქციონირებს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიები.  სასამართლოს  სხდომათა დარბაზები აღჭურვილია უახლესი აპარატურით. 

სასამართლოს ეზოში განთავსებულია მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი, სადაც ხდება მოქალაქეთა და მხარეთა განცხადებების, შუამდგომლობების და საჩივრების მიღება, ასევე მზა დოკუმენტაციის გაცემა. ცენტრის შენობაშია განთავსებული საქმის გასაცნობი და მედიაციის სასესიო ოთახები. მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი მთავარ შენობას დერეფნით უკავშირდება, რომლითაც მხოლოდ სასამართლოს მოხელეები სარგებლობენ.

2018 წლის ნოემბერში დასრულდა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისათვის განკუთვნილი ახალი ფლიგელის მშენებლობა და მთავარ შენობას დაემატა 15 სხდომათა დარბაზი. ახალ ფლიგელში სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეებისათვის და მათი შემადგელობებისთვის  მოეწყო სამუშაო ოთახები.

სასამართლოს ძირითადი შენობა ექვსი სართულისგან შედგება. შენობის პირველ, მეორე და მეექვსე სართულზე განლაგებულია სხდომათა  დარბაზები. შენობის შესასვლელში განთავსებულია საინფორმაციო ტაბლოები, სადაც ხელმისაწვდომია ინფორმაცია მიმდინარე  პროცესების შესახებ.  შენობის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სართულის ნაწილი კი  სასამართლოს მოხელეთა და მოსამართლეთა სამუშაო ოთახებს ეთმობა.