ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

+ A -
A A A
a A

მიმდინარე სიახლეები

18 მარტი, 2026

ტეგები

სიახლე

სამძიმარი

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.

მისი ცხოვრება და მოღვაწეობა განუყოფელია საქართველოს უახლესი ისტორიისგან. ათწლეულების განმავლობაში იგი იყო დიდი სულიერი ძალა, რწმენის, სიმტკიცისა და ერთიანობის სიმბოლო.

უწმინდესმა თავისი მთელი სიცოცხლე მიუძღვნა ღმერთსა და სამშობლოს სამსახურს. მისი ლოცვა, სიტყვა და მაგალითი იქცა იმ სულიერ საყრდენად, რომელზეც თაობები იზრდებოდნენ და კვლავაც გაიზრდებიან. მისი ღვაწლი მარად დარჩება როგორც სინათლე, რომელიც მომავალსაც გაუნათებს გზას.

თბილისის საქალაქო სასამართლო პატივს მიაგებს მის ნათელ ხსოვნას და სამძიმარს უცხადებს სრულიად საქართველოსა და მართლმადიდებელ სამყაროს.