მიმდინარე სიახლეები
17 მაისი, 2022
სომხეთისა და ყირგიზეთის დელეგაციის ვიზიტი სასამართლოში
თბილისის საქალაქო სასამართლომ სომხეთისა და ყირგიზეთის დელეგაციას უმასპინძლა.
შეხვედრაზე მხარეებმა სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით, სასამართლო სისტემაში მიმდინარე გამოწვევებისა და სამომავლო პროექტების შესახებ ისაუბრეს. ორმხრივი გამოცდილების გაზიარების შემდგომ, სტუმრებმა სასამართლოს შენობა, მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი და სხდომათა დარბაზები დაათვალიერეს.