მიმდინარე სიახლეები
8 ნოემბერი, 2019
Moneyval -ის საშემფასებლო მისიის წარმომადგენლების ვიზიტი სასამართლოში
2019 წლის 8 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლეები, დიანა ფარქოსაძე და ნათია ბუსკაძე ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედ Moneyval -ის საშემფასებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
მისია სახელმწიფოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით არსებულ მდგომარეობას აფასებს.
შეხვედრაზე მოსამართლეებმა და ექსპერტებმა ადმინისტრაციული სამართალწარმოება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების VII თავის საფუძველზე მიღებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესაბამისად, სანქციადაკისრებული პირის ქონებაზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებზე იმსჯელეს.