ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

+ A -
A A A
a A

სასამართლო გადაწყვეტილებები

1 აგვისტო, 2019

ტეგები

განაჩენი

ზვიად კუპრავას 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

2019 წლის 1 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა რომელიც ეხებოდა დანაშაულს სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ, კერძოდ - მოსამართლის შეურაცხყოფას. სასამართლომ ბრალდებული ზვიად კუპრავა დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

საქმის არსებითად განხილვისას  საჯაროდ დაიკითხა ათობით მოწმე, მოხდა წერილობითი და ნივთიერ მტკიცებულებათა გამოკვლევა და დემონსტრირება,  დათვალიერდა სასამართლო სხდომის დარბაზში ვიდეო ჩანაწერები.

სასამართლოს შენობაში ზვიად კუპრავას გამონათქვამი, მაშინ როდესაც სამართალდამცავებმა მოუწოდეს, რომ მოსამართლის მითითებით დაბრუნებულიყო სასამართლო სხდომის დარბაზში, სწორედ ამ დროს ზვიად კუპრავას მიერ მოსამართლის მიმართ გამოითქვა უცენზური სიტყვები.

სწორედ ასეთ შემთხვევაში  სასამართლომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია, ხომ არ თავსდებოდა აღნიშნული მიმართვა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, იმ შეზღუდვების გათვალისწინებით, რაც კანონმდებლობით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებით არის დადგენილი.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს კონსტიტუციაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის გამართლების ერთ-ერთ საფუძვლად დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებული ღირებულებების დაცვაა მიჩნეული, სასამართლოს დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა უნდა იყოს ის მიზანი, რომლის დასაცავადაც სწორედ ეს ქმედება უნდა ჩაითვალოს დანაშაულად, ვინაიდან ზვიად კუპრავას უცენზურო გამონათქვამი სასამართლოს შენობაში (და არა სხვა სივრცეში), მოსამართლის მიმართ გასცდა ყოველგვარი დასაშვები და მისაღები პრიტიკის ფარგლებს.

შესაბამისად ზვიად კუპრავას მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, რაც შეეხება სასჯელს - სასამართლომ გაითვალისწინა ქმედების ჩადენის სპეციფიკა, ბრალდებულის ქცევა ბრალად წარდგენილი ქმედების შემდგომ (მას წარედგინა სხვა სს საქმეზე ბრალი ძალადობრივი ხასიათის დანაშაულის ჩადენაში) და ის რომ მისთვის შემაკავებელი ვერ გახდა ფულადი სანქცია გირაოს სახით, შესაბამისად მას დაუნიშნა სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 9 თვის ვადით.