მიმდინარე სიახლეები
7 ნოემბერი, 2019
ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
2019 წლის 7 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლეებმა ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფს უმასპინძლეს.
ევროპის საბჭოს კონვენციის შესრულების მონიტორინგის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა მსხვერპლთა დაცვის კუთხით ტრეფიკინგის პოლიტიკაზე, მსხვერპლთა უფლებების დაცვასა და მათთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობაზე ისაუბრეს.
საქართველოში გამართული შეხვედრების ფარგლებში GRETA-ს ექსპერტები „ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” ევროპის საბჭოს კონვენციის შესრულების საკითხებზე მოამზადებენ ანგარიშსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებენ.