ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

+ A -
A A A
a A

მიმდინარე სიახლეები

10 მარტი, 2020

შეამცირეთ და შეზღუდეთ სასამართლოში ვიზიტები

კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებისა და საშიშროების გათვალისწინებით მიზანშეწონილად მივიჩნევთ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებული მდგომარეობის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოველდღიურად საშუალოდ სამი ათასამდე მოქალაქე სტუმრობს და დახურულ სივრცეში - სასამართლო სხდომის დარბაზებში ტარდება ასობით პროცესი. სასამართლოში არაერთხელ ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, თუმცა მიუხედავად ამისა, ვიზიტორთა სიმრავლის გათვალისწინებით, რისკები კორონავირუსის გავრცელებასთან მიმართებით პოტენციურად მზარდია.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პროცესზე დამსწრეთა, პატიმრებისა და მთლიანად საზოგადოების ჯანმრთელობის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და გარდა გადაუდებელი საჭიროებისა და შემთხვევებისა, შეძლებისდაგვარად შეამციროთ ვიზიტები სასამართლოში. მაქსიმალურად შეზღუდეთ სასამართლოში ვიზიტები იმ მოქალაქეებმა, რომლებიც არ ხართ პროცესის მონაწილე მხარეები და თქვენი სასამართლოში მობრძანება არ უკავშირდება გადაუდებელ საჭიროებას.

იმედი გვაქვს,  გაგებით მოეკიდებით სასამართლოსთან მიმართებით არსებულ გამოწვევას, გაითვალისწინებთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს და ერთობლივი ძალისხმევით გადავდგამთ ნაბიჯებს კორონავირუსის პრევენციის თვალსაზრისით.