ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

+ A -
A A A
a A

მიმდინარე სიახლეები

18 მარტი, 2020

ტეგები

სიახლე

სასამართლოს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში მინის დამცავი ბარიერები დამონტაჟდა

საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების საფუძველზე, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციისა და რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში ოპერატორთა სამუშაო მაგიდებზე მინის დამცავი ბარიერები დამონტაჟდა.

პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში კი სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად ხორციელდება.