ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

+ A -
A A A
a A

მიმდინარე სიახლეები

21 დეკემბერი, 2018

ტეგები

გამოხმაურება

მართლმსაჯულების სისტემა ამერიკელმა ექსპერტ-მოსამართლეებმა დადებითად შეაფასეს

2018 წლის სექტემბერ-ოქტომბერში  UASAID/PRolog-ის  მოსამართლეთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლომ მინესოტადან მოსამართლე  ტიმოთი ბალანდს, კოლორადოდან კენეტ სტიუარტს და ექსპერტ ბრაიან ლედუკს უმასპინძლა. მოსამართლეები სამოქალაქო და ადმინისტრაციული სპეციალიზაციის ქართველი მოსამართლეებისთვის,  მენტორობის გაწევას,  მათი ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირებას, მართლმსაჯულების სისტემის ოპერირებასთან დაკავშირებულ იმ  ასპექტებს  სწავლობდნენ, რომელიც დამატებით სამუშაოებს საჭიროებს. ბრაიან ლედუკიმ შეხვედრები გამართა სასამართლოს აპარატის თანამშრომლებთან, საერთო სასამართლოების დეპარტამენტსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

ექსპერტებზე  შთაბეჭდილება მოახდინა ქართველი მოსამართლეების სამუშაო ეთიკამ, მათი შეფასებებით პროცესები უმეტესწილად იწყებოდა დროულად, ხოლო დაგვიანების შემთხვევაში, მოსამართლე ან სხდომის მდივანი  წარმოადგენდა დაგვიანების მიზეზს.  უცხოელმა ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს პროცესზე მოსამართლეთა  აქტივობები, რომლებიც  ადვოკატებს სთხოვდნენ დაეფიქსირებინათ  მოსაზრება  მხარეთა პოზიციების დაზუსტების მიზნით. ექსპერტების შეფასებით, პროცესზე აქტიურად მიმდინარეობდა საქმის მორიგებით დასრულების წახალისება, რა დროსაც მხარეებს ჰქონდათ შესაძლებლობა გამოეხატათ საკუთარი ხედვა.

ბრაიან ლედუკიმ საქმეთა გაჭიანურებისა და დაგროვების  შეფასება მოახდინა და აღნიშნა, რომ საქართველოს მდგომარეობა სხვა ევროპული ქვეყნების მდგომარეობისგან არ განსხვავდება. თუმცა სამოქალაქო საქმეებთან დაკავშირებით, საქართველო სხვა ქვეყნებს ჩამორჩება, რაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან (მიკროსესხები) წარმოშობილ დავებს უკავშირდება. მისი თქმით, სტატისტიკური მონაცემების შეგროვება ინდივიდუალური სასამართლოების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განხორციელდა.   ექსპერტის შეხედულებით, ეს კარგი დასაწყისია, თუმცა მნიშვნელოვანია მონიტორინგისა და შეფასების პროცესის  გაგრძელება და ინსტიტუციონალიზება.

დადებითი შეფასებებისა და ტენდენციების პარალელურად, მენტორმა და ექსპერტ მოსამართლეებმა ქართველი კოლეგებისათვის მართლმსაჯულების სისტემის ოპერირებასთან  დაკავშირებით ქართული მხარისთვის რეკომენდაციები შეიმუშავეს.