ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

+ A -
A A A
a A

მიმდინარე სიახლეები

9 დეკემბერი, 2019

ტეგები

სიახლე

იმიტირებული პროცესები სტუდენტების მონაწილეობით

საზოგადოებრივი სასამართლოს პროექტის ფარგლებში, საქართველოს უნივერსიტეტის III-IV კურსის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ირაკლი კოპალიანის ხელმძღვანელობით იმიტირებული სასამართლო პროცესები ჩაატარეს.

სტუდენტებმა სამოქალაქო დავები განიხილეს და რეალური პროცესების მსგავსად, მოირგეს როგორც მოსამართლის, ასევე პროცესში მონაწილე მხარეთა როლები.

პროექტის მიზანი სტუდენტებისთვის, სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაა.