ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

+ A -
A A A
a A

მიმდინარე სიახლეები

13 მარტი, 2020

დღეიდან თბილისის საქალაქო სასამართლო მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით,  მოხელეთა ნაწილი სამსახურებრივ უფლებამოსილებას დისტანციურად განახორციელებს.

დისტანციური გრაფიკით შრომის რეჟიმზე  გადასვლის გადაწყვეტილება შეეხება ყველას, გარდა იმ თანამშრომლებისა, რომელთა დისტანციურად  მუშაობა სასამართლოს საქმიანობას შეაფერხებს.

დისტანციური შრომის რეჟიმზე  გადასვლა არ ნიშნავს სამუშაო საათების შემცირებას ან თანამშრომელთა შვებულებაში გაშვებას, ამდენად,  აღნიშნული გადაწყვეტილება  შრომის ეფექტიანობას არ შეამცირებს.

საჭიროების შემთხვევაში დისტანციური შრომის რეჟიმზე  მყოფი თანამშრომელი ვალდებულია გამოცხადდეს სამსახურში მოთხოვნისთანავე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.