ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

+ A -
A A A
a A

მიმდინარე სიახლეები

20 იანვარი, 2020

ამერიკის საელჩოს პროგრამის მხარდაჭერით მანდატურის სამსახური ძლიერდება

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის თავმჯდომარე თემურ გოგოხია ამერიკელ  სასამართლო მანდატურებს შეხვდა.  

სამუშაო ჯგუფი ადგილზე გაეცნო მანდატურის სამსახურის საქმიანობას და არსებულ რეგულაციებს. სტუმრებმა დაათვალიერეს სასამართლო სხდომის დარბაზები და მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი.

სამომავლოდ, უცხოელი სპეციალისტები შეიმუშავებენ და დაგეგმავენ პრაქტიკულ ღონისძიებებს მანდატურის სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესებისა და გაძლიერების  მიზნით.