მიმდინარე სიახლეები
23 სექტემბერი, 2019
აღმასრულებელთა და გაკოტრების მმართველთა პალატის ესტონეთის დელეგაცია თბილისის საქალაქო სასამართლოში
სტუმრები თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ვასილ მშვენიერაძემ, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე სერგო მეთოფიშვილმა, მოსამართლეებმა და სასამართლოს მენეჯერმა მარიამ ცქიფურიშვილმა მიიღო. შეხვედრაზე მხარეებმა გაკოტრების/გადახდისუუნარობის საქმისწარმოების, ზედამხედველობის პროცედურებისა და ამ პროცესში გაკოტრების მმართველების როლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ორმხრივი გამოცდილება და პრაქტიკა გაცვალეს.
შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა სასამართლოს შენობა და სხდომათა დარბაზები დაათვალიერეს, ასევე გაეცნენ მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის მუშაობის სპეციფიკას და სერვისებს.