მიმდინარე სიახლეები
27 თებერვალი, 2020
თბილისის საქალაქო სასამართლოს აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის დელეგაცია სტუმრობდა







თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე ეკა არეშიძე გორისა და რუსთავის რაიონული სასამართლოების მოსამართლეებთან ერთად, აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ინსტიტუტის მიღწევებზე და გამოწვევებზე ისაუბრეს.