ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

+ A -
A A A
a A

მიმდინარე სიახლეები

18 ივნისი, 2019

ტეგები

სიახლე , შეხვედრა

თბილისის საქალაქო სასამართლმ ექსპერტთა ჯგუფს უმასპინძლა

2019 წლის 18 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლეებმა - ხათუნა ხარჩილავამ, გიორგი არევაძემ და ბადრი ჯოჭლამაზაშვილმა, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის OSR / CTHB ექსპერტთა ჯგუფს უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ქართული სისხლისამართლებრივი პოლიტიკის და მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სასამართლო პრაქტიკის საკითხებზე ისაუბრეს. ,,თბილისის საქალაქო სასამართლოში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) კატეგორიის დავებს სპეციალიზებული მოსამართლეები განიხილავენ. აღნიშნულ დავებთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მოსამართლეები ხშირად გადიან გადამზადების კურსებს. სასამართლო პრაქტიკა შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. ტექნიკური ტექნოლოგიების გამოყენებით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) კატეგორიის დანაშაულების გამოვლენის გამოწვევები და ამ თვალსაზრისით გამოცდილების გაზიარება და პარტნიორი ქვეყნების პრაქტიკის გაცნობა ხელს შეუწყობს აღნიშნული კატეგორიის საქმეების მეტად ეფექტურად განხილვას “- აღნიშნა ხათუნა ხარჩილავამ.

ტრეფიკინგის საკითხებზე საქართველოში გამართული შეხვედრების ფარგლებში უცხოელი ექსპერტები მოამზადებენ შესაბამის ანგარიშსა და რეკომენდაციებს.