ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

+ A -
A A A
a A

მიმდინარე სიახლეები

20 მაისი, 2020

ტეგები

შეხვედრა

თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2020 წლის 20 მაისს,  თბილისის საქალაქო სასამართლოსა და  თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა და თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ამილახვარმა.

მემორანდუმი მიზნად ისახავს უნივერსიტეტის სამართლის  საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისათვის სასამართლოში სასწავლო პრაქტიკის გავლას და  პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, იმიტირებული პროცესების ჩატარებას.  სტუდენტებს, ასევე,  შესაძლებლობა ექნებათ უშუალოდ გაეცნონ სასამართლოს  მუშაობის სპეციფიკას და დაესწრონ მიმდინარე პროცესებს.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა  ითანამშრომლონ მემორანდუმით პირდაპირ გაუთვალისწინებელი, თუმცა მემორანდუმის შინაარსიდან გამომდინარე სხვადასხვა საგანმანათლებლო მიმართულებით.