ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

+ A -
A A A
a A

სასამართლო გადაწყვეტილებები

15 აპრილი, 2022

ტეგები

განაჩენი , მკვლელობა

ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა

2022 წლის 15 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ჯგუფურად ჩადენილ ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის ფაქტზე და ბრალდებულ ა.ჭ.-ს  სასჯელის სახედ და ზომად მაქსიმალური სასჯელი -  17 წლით თავისუფლების აღკვეთა,  ხოლო ბრალდებულ  გ.კ.-ს 16 წლით თავისუფლების  აღკვეთა განესაზღვრა.

ა.ჭ.-ს და გ.კ.-ს ბრალად ედებოდათ  ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარება, ჩადენილი ჯგუფურად.

საქმის არსებითად განხილვისას სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები როგორც განზრახ მკვლელობის, ისე ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა და ტარების ჯგუფურად ჩადენის ნაწილში.  კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და ამოღების ოქმებით, დაქტილოსკოპიური  და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, შემთხვევის ადგილის ამსახველი ვიდეო ჩანაწერით და საქმეში არსებულ სხვა მასალათა ერთობლიობით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია  ბრალდებულთა მხრიდან ბრალად შერაცხულ დანაშაულთა ჩადენა.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1  თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.