ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

+ A -
A A A
a A

სასამართლო გადაწყვეტილებები

25 აგვისტო, 2021

ტეგები

განაჩენი

დევნისა და მუქარის ბრალდების საქმეზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა

2021 წლის 25 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ  გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ჟურნალისტ ვ..-ს მიმართ განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით  შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის  ფაქტზე, ბრალდებულების - ვ. .-ის, ს. .-ისა და გ. .-ის მიმართ.

. .-ს, ს. .-ს და ვ. .-ს მსჯავრი დაედოთ  საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2  ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას, მის პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით.

აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით 1-დან 2 წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან  საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე ან უამისოდ.

. .-ს ასევე მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვისაც, რაც გულისხმობს დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარას. ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით 1 წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. 

სასამართლომ გაითვალისწინა მსჯავრდებულების წარსული ცხოვრება და მხედველობაში მიიღო ის ფაქტი,  რომ არცერთი მათგანი წარსულში არ იყო ნასამართლევი და არც ადმინისტრაციულსახდელდადებული. მსჯავრდებულებს  სასჯელის სახით განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 6 თვით. ამასთან, ს. .-ს და ვ. .-ს დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისრათ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით.