ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

+ A -
A A A
a A

მიმდინარე სიახლეები

17 სექტემბერი, 2018

ტეგები

შეხვედრა

კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს  ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში’’ ინიციატივით,  ორგანიზაცია „East-West Management” პროექტის ფარგლებში, მინესოტას შტატის
ქ. მინიაპოლისის  მოსამართლე  ბ-ნ ტიმ  ბალანდი სტუმრობდა. ბ-ნ   ბალანდი  თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეებს შეხვდა. 
ამერიკელი  მოსამართლე   სამი კვირის განმავლობაში დაესწრება ქართველი კოლეგების პროცესებს,  გაუზიარებს გამოცდილებას და  გაუწევს  ე.წ. მენტორინგს, დარბაზის მართვის მენეჯმენტისა და მხარეებთან კომუნიკაციის საკითხებზე.

PROLoG -ის  გაცვლითი პროგრამა მხარეებს შორის  პროფესიულ თანამშრომლობასა და ორმხრივი გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.