ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

+ A -
A A A
a A
მედიატორის ფოტო

ქეთი ბერიძე

თბილისის საქალაქო სასამართლო, მედიატორი

პროფესიით იურისტი, 2021 წლიდან ახორციელებს კერძო საადვოკატო საქმიანობას. 2022 წლიდან  შეუერთდა  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას საერთო სამართლის სპეციალიზაციის ადვოკატის რანგში და ბავშვთა უფლებებისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით. სხვადასხვა წლებში მისი იურდიული საქმიანობა დაკავშირებულია, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორთან. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამა, ასევე ილიას  სახელმწიფო უნივერსიტეტის კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამა, ამჟამად  სწავლას განაგრძობს თსუ-ს სამართლის სადოქტორო პროგრამაზე. სამართლებრივ კონსულტაციას უწევს არა ერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო კომპანიებს. გახლავთ არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და კვლევის ავტორი, მათ შორის, მედიაციის, კერძო, სისხლისა და შრომის სამართლის მიმართულებით.  ჩატარებული აქვს მრავალი საჯარო ლექცია სამართლის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით და არის დებატების საერთაშორისო ტრენერი.