ინგა ახვლედიანი-ბერძენიშვილი
თბილისის საქალაქო სასამართლო, მედიატორი
სერთიფიცირებული სასამართლოს მედიატორი, იურისტი, სამართალმცოდნეობის მაგისტრი. უფლებამოსილებას ახორციელებს თბილისის, რუსთავის საქალაქო და მცხეთის რაიონულ სასამართლოებში. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით; ,,იოგას ფედერაციის“ დამფუძნებელი წევრი. აქვს სასამართლოში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. გავლილი აქვს მედიაციის სასერთიფიკატო კურსი და ტრენინგები.