სოფო ტყემალაძე
თბილისის საქალაქო სასამართლო, მედიატორი
მედიატორი, არბიტრი, დავების სისტემების დიზაინერი, ტრენერი და სამართლებრივი კონსულტანტი საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის (UNDP, ADB, GIZ, USAID) ისევე როგორც საქართველოს საჯარო, კერძო და პროფესიული ორგანიზაციებისთვის. გავლილი აქვს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული ტრენინგი შრომითი დავების მედიაციაში, აშშ-ს მშვიდობის ინსტიტუტი (USIP) - ტრენინგი ძალადობრივი კონფლიქტის მედიაციაში, ჰარვარდის მედიაციის პროგრამა - მედიაციის გაძლიერებული ტრენინგი, აკრედიტაციის ტრენინგი ტრანსფორმაციულ მედიაციაში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის NCADR, South Texas College of Law ტრენინგი საოჯახო დავების მედიაციაში, ტრენინგი მედიაციაში კლიენტის წარმომადგენლობაში, CEDR საბაზისო ტრენინგი მედიაციაში (დამსწრე), გაძლიერებული ტრენინგი მედიაციაში (დამსწრე). სოფო აგრეთვე არის მედიაციის ტრენერი და 2016-2017 წლებში დაატრენინგა სასამართლო მედიატორების ახალი ჯგუფი, ისევე როგორც ნოტარიუსი-მედიატორების ჯგუფები. სოფო ასევე ხელმძღვანელობს ნიუ ვიჟენის უნივერსიტეტის გუნდს საერთაშორისო მედიაციის შეჯიბრებებში. სოფო სრულყოფილად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.