აკაკი გაწერელია
თბილისის საქალაქო სასამართლო, მედიატორი
სერთიფიცირებული სასამართლო მედიატორი, იურისტი, იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი. აქვს სამართლებრივ საკითხებში ლექციების ჩატარების მრავალწლიანი გამოცდილება. არის მედიაციისა და მოლაპარაკების უნარებში თსუ-ს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული ტრენინგების მონაწილე, მათ შორის, USAID-ის მხარდაჭერით, პროფესორთათვის, მედიაციასა და მოლაპარაკებებში ორგანიზებული ინგლისურენოვანი კურსის მონაწილე. არის სხვადასხვა ნაშრომისა და პუბლიკაციის ავტორი, მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარის თანაავტორი. ფლობს ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენებს.