ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

+ A -
A A A
a A
მედიატორის ფოტო

ვეკო დოდაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლო, მედიატორი

სერთიფიცირებული სასამართლო მედიატორი, იურისტი. სამართლებრივი კონსულტანტი საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის, საჯარო დაწესებულებისა და ადგილობრივი კომპანიებისთვის კომერციული, საინვესტიციო და საერთაშორისო სამართლის მიმართულებით. მოწვეული ლექტორი, საერთაშორისო სამართლის დოქტორანტი. 2011 წლიდან აქტიურად არის ჩართული მედიაციასთან დაკავშირებულ პროექტებში. გავლილი აქვს ინტენსიური ორეტაპიანი ტრენინგი „კონფლისქტის გადაჭრა და მედიაცია“ DAAD-ისა და პოტსდამის უნივერსიტეტის დაფინანსებით (ჯამში 85 საათი), ისევე როგორც, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის დაფინანსებით 2017 წელს გაიარა ინტენსიური კურსი მედიაციაში. ვეკოს მიღებული აქვს მონაწილეობა მრავალ სამეცნიერო კონფერენციასა და ტრენინგში, არის რამდენიმე პუბლიკაციის ავტორიც. ფლობს ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს.