ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

+ A -
A A A
a A
მოსამართლის ფოტო

ლილი მსხილაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე

2015 წლის 1 მაისს დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლედ.

მიმდინარე საქმეები

ბიოგრაფია

კონტაქტი

თანაშემწე

ელისო ბილანიშვილი

2 510555 (7926)

დაიბადა 1963 წლის 6 მაისს ქ. სამტრედიაში.
1986  წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1997 წელს ჩააბარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით.

1987-1999 წლებში მუშაობდა ვაკის რაიონის ადვოკატურაში ადვოკატად.

1995-1999 წლებში იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თავისუფალი პიროვნება - თავისუფალი საზოგადოების” წევრი.

1999-2005 წლებში იყო ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოსამართლე.

1999-2005 წლებში იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი’’-ს წევრი, გამგეობის წევრი.

2005-2009 წლებში ირიცხებოდა საერთო სასამართლოების რეზერვის მოსამართლედ.

2009 წელს მუშაობდა საქართველოს სახალხო დამცველის მრჩეველად.

2010-2015 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით.

2010 წელს იყო კონსტიტუციური სამართლის ლექტორი დავით აღმაშენებლის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტ ,,იბერიაში’’ სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე.

2011-2013 წლებში მუშაობდა თბილისის პოლიტიკურ აკადემიაში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე სისხლის სამართლის ლექტორად.

2014 წელს მუშაობდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საპატრიარქოს უნივერსიტეტში, კითხულობდა ლექციებს სამართალმცოდნეობის შესავალში.

2012 წლიდან დღემდე არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის მოწვეული სპეციალისტი.

2015 წელს მიენიჭა სამართლის დოქტორის ხარისხი სისხლის სამართლის მიმართულებით.

2015 წლის 1 მაისს დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლედ.

ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

თარიღი მხარეები დარბაზი