ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

+ A -
A A A
a A
მოსამართლის ფოტო

ლელა შკუბულიანი

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 3 მაისის №287 ბრძანებულებით მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს თბილისის საქალაქო სასამართლოში.

მიმდინარე საქმეები

ბიოგრაფია

კონტაქტი

თანაშემწე

ანა ხუროძე

2 510555 (7932)

დაიბადა 1964 წლის 3 ოქტომბერს ქ. თბილისში.

1986 წელს დაამთავრა ქ. თბილისის №1 საშუალო სკოლა.

1986-1992 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საღამოს განყოფილებაზე.

1981-1984 წლებში მუშაობდა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ სახელმწიფო არბიტრაჟში საქმისმწარმოებლად.

1984-1992 წლებში მუშაობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში ლაბორანტის თანამდებობაზე, შემდეგ გადაყვანილ იქნა უფროს ლაბორანტად.

1992-1993 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს კონსულტანტად.

1999 წლის მაისიდან მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში მისაღების უფროსად, ხოლო 1999 წლის ივნისის თვიდან მუშაობდა ამავე სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.

საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 28 ივლისის №788 განკარგულებით დაეკისრა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება.

საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 22 თებერვლის №79 ბრძანებულებით დაინიშნა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 3 მაისის №287 ბრძანებულებით მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს თბილისის საქალაქო სასამართლოში. 

თარიღი მხარეები დარბაზი