თანაშემწე
თამთა ხაჩიური
2 510555 (7918)
დაიბადა 1976 წლის 23 ოქტომბერს სიღნაღის რაიონის სოფ. ქვემო ბოდბეში.
1994 წელს წარჩინებით დაამთავრა საშუალო სკოლა.
1999 წელს ასევე წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1999-2002 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში.
2009 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი.
2000-2007 წლებში კითხულობდა ლექციების კურსს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის იურიდიულ ფაკულტეტებზე.
2012 წლიდან კითხულობს ლექციების კურსს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.
არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომისა და ერთი მონოგრაფიის ავტორი.
1999-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში-კანონთა წიგნისა და საკანონმდებლო მაცნეს მთავარი რედაქტორის მოადგილედ.
იუსტიციის სამინისტროში წარმატებული მუშაობისათვის 2003 წელს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაჯილდოვდა ღირსების მედლით.
ჩაბარებული აქვს ადვოკატთა და პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
2005 წლის ივნისში ჩააბარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 9 იანვრის №24 ბრძანებულებით დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით გამწესდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით, 2017 წლის 25 მაისიდან.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
თარიღი: თარიღი | მხარეები: მხარეები | დარბაზი: დარბაზი |
---|