ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

+ A -
A A A
a A
მოსამართლის ფოტო

გიორგი გოგიჩაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე

მიმდინარე საქმეები

ბიოგრაფია

კონტაქტი

თანაშემწე

მარიამ სილაგავა

2 510555 (8108)

სხდომის მდივანი

იმედა ინდაშვილი

2 510555 (8108)

დაიბადა 1977 წლის 19 ნოემბერს, თეთრიწყაროში;

1994 წელს დაამთავრა თბილისის №7 საშუალო სკოლა;

1999 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ჰუმანიტარულ ტექნიკური ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი;

2005 წელს ჩააბარა მოსამართლეობის გამოცდა საერთო სპეციალობით;

1999-2006 წლებში მუშაობდა მარნეულის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ;

2006-2012 წლებში იყო გარდაბნის რაიონული სასამართლოს მოსამართლე;

2007-2009 წლებში მივლინებული იყო და მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებში;

2009 წელს მაისიდან ივლისამდე მივლინებული იყო და მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თელავის რაიონულ სასამართლოში;

2009 წლის ივლისიდან სექტემბრამდე მივლინებული იყო და მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში;

2009 წელს სექტემბრიდან ოქტომბრამდე მივლინებული იყო და მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში;

2009 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის იანვრამდე მივლინებული იყო და მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ხაშურის რაიონულ სასამართლოში;

2012 წლის ივნისიდან სექტემბრამდე მივლინებული იყო და მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში;

2012 წლის ნოემბრიდან არის რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე გარდაბნის მუნიციპალიტეტში.

2016 წლის 25 ივლისს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ახალი ვადით, დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ;

თარიღი მხარეები დარბაზი