თანაშემწე
დიანა რთველიაშვილი
2510555 ( 8114 )
პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1990 წლის 20 თებერვალს, ქ. ხონში.
განათლება
2007 წელს დაამთავრა ქ. ხონის N1 სკოლა-ლიცეუმი.
2007-2011 წლებში სწავლობდა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე და მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
2011-2013 წლებში სწავლობდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე და მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
2013 წელს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარა მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი სასწავლო კურსი და ჩააბარა სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ტესტური გამოცდა.
2013 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით.
2019 წელს წარმატებით გაიარა 56 საათიანი მედიატორის ტრენინგი (ევროკავშირი საქართველოსთვის, UNDP, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო) და გადაეცა მედიატორის სერტიფიკატი.
2020 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში;
2023-2024 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სამუშაო გამოცდილება
2010 – 2011 წწ. - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრი, კონსულტანტისა და ადვოკატის თანაშემწე.
2011 – 2012 წწ. – გაიარა სტაჟირება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის სამდივნოში.
2012 – 2014 წწ. – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლის რეფერენტი, თავმჯდომარის მოადგილის რეფერენტი, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარის რეფერენტი.
2013 – 2014 წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის სამართლის დეპარტამენტის მოწვეული ლექტორი.
2014 – 2015 წწ. - „ციცინო ცხვედიანის საადვოკატო ბიურო“, ადვოკატი.
2015 – 2023 წწ. - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტის კონსულტანტი.
2017 – 2018 წწ. - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს წევრი.
2018 - 2019 წწ. - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს წევრი.
2019 – 2021 წწ. - რუსთავის საქალაქო სასამართლოს მედიატორი.
2019 – 2021 წწ. - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს წევრი.
2021 – 2023 წწ. - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს წევრი.
2023 წელს იყო სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრი.
2024 წლის 24 დეკემბრიდან განწესებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობაზე, 3 წლის ვადით.
თარიღი: თარიღი | მხარეები: მხარეები | დარბაზი: დარბაზი |
---|