ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

+ A -
A A A
a A
მოსამართლის ფოტო

გიორგი გელაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე

2021 წლის ივნისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე.

მიმდინარე საქმეები

ბიოგრაფია

კონტაქტი

თანაშემწე

ნანა ხეიძე

595 172325 ; 2 510300 (7919)

დაიბადა 1981 წლის 16 ოქტომბერს . ხაშურში.

ფლობს ინგლისურ ენას;

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

განათლება:


1999 წელს დაამთავრა . ხაშურის N 4 საშუალო სკოლა.


2004 წელს დაამთავრა ჰუმანიტარულ-ტექნიკური ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი.

2005 წელს ჩაბარებული აქვს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2005 წელს ჩაბარებული აქვს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის საკვალიფიკაციო გამოცდა,

2006 წელს ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა

2007 წელს ჩაბარებული აქვს მოსამართლის საკვალფიკაციო გამოცდა.

2018 წელს ჩაბარებული აქვს მოსამართლის საკვალფიკაციო გამოცდა.

2018-2019 წლებში გაიარა ტრენინგი - ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების გამოყენება სასამართლო პრაქტიკაში (ევროკავშირი საქართველოსთვის).

2020-2021 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2021 წელს გაიარა „HC&HS“ სასწავლო კურსი თემაზე - სიძულვილით მოტივირებული დანაშაული

2022 წლიდან არის - სამართლის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი, დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი (სდასუ).

2022 წელს გაიარა HELP-ს სასწავლო კურსი თემაზე -  ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ სასწავლო კურსი”
2022 წელს გაიარა HELP-ს სასწავლო კურსი თემაზე „ სასამართლო მსჯელობა და ადამიანის უფლებები

2023 წელს გაიარა ტრენინგი თემაზე - „დანაშაულის და ძალადობის მსხვერპლი და მოწმე ბავშვების მონაწილეობით საქმეთა განხილვა სასამართლოში“


სამუშაო გამოცდილება:

2005-2009 წლებში იყო ხაშურის რაიონული სასამართლოს სპეციალისტი / წამყვანი სპეციალისტი.

2009-2010 წლებში იყო ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე.

2010-2020 წლებში იყო ხაშურის რაიონული სასამართლოს სხდომის მდივანი/ მოსამართლის თანაშემწე.

2021 წლის ივნისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე.

თარიღი მხარეები დარბაზი