ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

+ A -
A A A
a A
მოსამართლის ფოტო

ეკატერინე ობოლაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე

2021 წლის ივნისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

მიმდინარე საქმეები

ბიოგრაფია

კონტაქტი

თანაშემწე

ლანა ძაგნიძე

2 510555 (7734)

სხდომის მდივანი

მარი კაპანაძე

2 510555 (7734)

დაიბადა 1986 წლის 28 ივნისს ქ. სანკტ-პეტერბურგში.

განათლება:
2003 წელს დაამთავრა ქ. თბილისის N 102 საჯარო სკოლა.
2007 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავიაციო სასწავლო - სამეცნიერო ინსტიტუტის ფაკულტეტი.
2009 წელს დაამთავრა საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი.
2012 წლიდან დღემდე არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამის (ამჟამად საჯარო მმართველობის სადოქტორო პროგრამა) დოქტორანტი.
გავლილი აქვს ტრენინგი "სახალხო დამცველის ოფისის შესაძლებლობების განვითარება საქართველოში" - გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობა საქართველოში (UNDP)
2019-2020 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

სამუშაო გამოცდილება:
2008 წელს იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ცენტრალური აპარატის უფროსის პირადი მდივანი.
2008-2010 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივანი.
2010 წლის იანვრიდან ივლისამდე იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე.
2011 წელს იყო სს "თიბისი ბანკის" ფილიალის საკრედიტო ადმინისტრატორი.
2012-2013 წლებში იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიწვეული სპეციალისტი.
2013-2014 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივანი.
2014-2019 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე.
2021 წლის ივნისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

თარიღი მხარეები დარბაზი