სასამართლო გადაწყვეტილებები
11 მარტი, 2019
სასამართლომ ტელეკომპანია იბერია-TV-ს თანამშრომლების სარჩელი სრულად დააკმაყოფილა
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ სრულად დააკმაყოფილა ტელეკომპანია ,,იბერია-TV-ს“ ყოფილი თანამშრომლების სარჩელი, შპს ,,იბერია TV“-ის წინააღმდეგ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, შპს ,,იბერია TV“-ს დაეკისრა მოსარჩელეებისთვის 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობის კომპენსაციის, 7 დღის სახელფასო დავალიანებისა და მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღაურება, თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,07%-ის ოდენობით, გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სასამართლომ მხარეთა არგუმენტების მოსმენის, საქმეში არსებული მტკიცებულებების განხილვა-გაანალიზების შედეგად, მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლომ დაადგინდა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენდა შრომით და არა ნარდობის (მომსახურების) ხელშეკრულებებს და სრულად დააკმაყოფილა სარჩელი.