ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

+ A -
A A A
a A

სასამართლო გადაწყვეტილებები

21 აპრილი, 2022

ტეგები

აღკვეთის ღონისძიება

სასამართლომ დეტექტივის მიმართ პატიმრობა გამოიყენა

2022 წლის 21 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ ე.წ.-ს მიმართ აღკვეთი ღონისძიების გამოყენების თაობაზე.

ე.წ.-ს ბრალად ედება იარაღის გამოყენებით  მოხელის მიერ სამსახურებრივი  უფლებამოსილების გადამეტება და სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით.

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებული, როგორც საქართველოს შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის  ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს, მე-4 სამმართველოს უფროსი  დეტექტივი, 2022 წლის 18 აპრილს, მეწყვილესთან ერთად ახორციელებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას დაბა წყნეთში. დანაშაულის შესახებ, მიღებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ბრალდებული მივიდა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის შესაძლო ფაქტის ადგილას და ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების წინაპირობის არარსებობის მიუხედავად, საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი სამსახურებრივ - საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით შეეცადა ზ.გ.-ს დაკავებას.  ზ.გ. არ დაემორჩილა ბრალდებულის მოთხოვნას და მისი შებოჭვის გზით დაკავებისას, მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუფრთხილებლობით განახორციელა გასროლა ზ.გ.-ს მიმართულებით, რამაც ამ უკანასკნელის  სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შუამდგომლობის განხილვისას, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები.  კერძოდ, ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელშეშლისა და მიმალვის საფრთხეები და თითოეული ამ საფრთხის ინტენსივობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 2022 წლის 9 ივნისს გაიმართება.