ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

+ A -
A A A
a A

სასამართლო გადაწყვეტილებები

13 აპრილი, 2022

ტეგები

აღკვეთის ღონისძიება

ქურდული სამყაროს წევრობის, კანონიერი ქურდისთვის მიმართვისა და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდების საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ 

2022 წლის 13 აპრილს,  თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ განიხილა და დააკმაყოფილა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა ქურდული სამყაროს წევრობის, კანონიერი ქურდისთვის მიმართვისა და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდების საქმეზე  9 ბრალდებულის მიმართ.

ბრალდებულებს: ა.ც.-ს, ლ.მ.-ს, ზ.მ.-ს, დ.კ.-ს და ვ.ე.-ს ბრალად ედებათ ქურდული სამყაროს წევრობა, ვ.მ-ს  და ლ.ბ.-ს ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა,  ქურდული გარჩევის განხორციელების და მატერიალური სარგებლისა და უპირატესობის მისაღებად, გ.ბ.-ს ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა, ხოლო, ა.ჯ.-ს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.

საქმის მასალების თანახმად,  ქურდული სამყაროს წევრების მიერ, ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზნით, ელექტრონული კომუნიკაციით მოწყობილ ,,ქურდულ გარჩევას’’, რომელშიც მონაწილებდა ,,კანონიერი ქურდი’’ ლ.ჩ..
ამ უკანასკნელის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას პ.შ-ს სასარგებლოდ
10 000 დოლარის გადახდის თაობაზე, ,,ქურდულ სამყაროს წევრები’’ დათანხმდნენ.

ლ.ბ.-მ აღასრულა მიღებული გადაწყვეტილება და  თანხის ნაწილი გადასცა  ქურდული სამყაროს წევრს ლ.მ.-ს.  ფინანსური დავის ფარგლებში ,,ქურდული სამყაროს“ წევრებმა „ქურდული“ გარჩევა რამდენჯერმე მოაწყვეს, რომლებშიც ასევე  „კანონიერი ქურდი“ - ი.ხ.-ც მონაწილეობდა. ბრალდებულები  სისტემატურად უკავშირდებოდნენ ერთმანეთს, განიხილავდნენ დავას და ახორციელებდნენ ,,ქურდული სამყაროს საქმიანობას’’.

შუამდგომლობის განხილვისას, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები.  კერძოდ, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელშეშლისა და მიმალვის საფრთხეები და თითოეული ამ საფრთხის ინტენსივობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.