ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

+ A -
A A A
a A

სასამართლო გადაწყვეტილებები

17 ივნისი, 2020

ტეგები

ნაფიცი მსაჯულები , ვერდიქტი

ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი მიიღეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა ნაფიც მსაჯულთა განსჯადი სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა, ოჯახურ დანაშაულზე.

ნაფიცმა მსაჯულებმა 8 ხმით 4-ის წინააღმდეგ, ბრალდებული გ. გ დამნაშავედ ცნეს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემისა და სხვაგვარი ძალადობის ჩადენაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ძალადობის 4 ეპიზოდი).

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულად მიიჩნია, ბრალდებულის მიერ, ეჭვიანობის ნიადაგზე, ყოფილ მეუღლეზე სისტემატური ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობის ჩადენის ფაქტები, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით. 

ნაფიც მსაჯულთა გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.  გ. გ.-ს სასჯელის სახედ და ზომად - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

განაჩენი შესაძლებელია ერთჯერადად, საკასაციო წესით გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლების არსებობისას.