სასამართლო გადაწყვეტილებები
6 ივნისი, 2018
ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს
2018 წლის 5 ივნისს, ნაფიცმა მსაჯულებმა განზრახ მკვლელობის ბრალდების საქმეზე ათი ხმით ორის წინააღმდეგ, გამამტყუნებელი ვერდიქტი მიიღეს.
საქმე ეხება, 2017 წლის 15 სექტემბერს, დაახლოებით 22:30 საათზე, ქ. თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი „დირსის“ ტერიტორიაზე მომხდარ შემთხვევას, რა როსაც ბრალდებულმა ი. ა.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით გულმკერდის არეში დანა დაარტყა მ. ა.-ს, რომელიც მიყენებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა.
ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტზე მსჯელობისთვის 4 საათი და 15 წუთი გამოიყენეს და გადაწყვეტილება ათი ხმით ორის წინააღმდეგ მიიღეს.
მოცემულ საქმეზე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით ჩატარდა 11 სასამართლო სხდომა და დაიკითხა ბრალდების - 21 , ხოლო დაცვის 3 მოწმე.
დღეს, 6 ივნისს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში სასჯელის დანიშვნის სხდომა გაიმართა. მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით, ნაფიც მსაჯულებს სასჯელის დანიშვნის სხდომაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
სასამართლომ ნაფიც მსაჯულთა გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებულს 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გამამტყუნებელი განაჩენი შესაძლებელია ერთჯერადად, საკასაციო წესით, გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლების არსებობისას.