ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

+ A -
A A A
a A

სასამართლო გადაწყვეტილებები

6 თებერვალი, 2020

ტეგები

განაჩენი

მორისი მაჩალიკაშვილს საპროსესო შეთანხმება დაუმტკიცდა

2020 წლის 6 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ დაამტკიცა ბრალდებისა და დაცვის მხარეს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება ბრალდებულ მორისი მაჩალიკაშვილის მიმართ. სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

საპროცესო შეთანხმების თანახმად, მორისი მაჩალიკაშვილს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ორი წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, ორი წლის გამოსაცდელი ვადით.

მორისი მაჩალიკაშვილი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

მორისი მაჩალიკაშვილს ბრალად ედებოდა ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა
(საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილი).