ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

+ A -
A A A
a A

სასამართლო გადაწყვეტილებები

20 იანვარი, 2022

ტეგები

გადასინჯვა

მიხეილ სააკაშვილის დახმარებისათვის და დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებულები პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ

საქართველოს სახელმწიფოს საზღვრის უკანონო გადაკვეთაში მიხეილ სააკაშვილის დახმარებისათვის და დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებულებს ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეეცვალათ  -  გირაოთი, თითოეულს -  5000 – 5000 ლარის ოდენობით. ბრალდებულები გათავისუფლდნენ პატიმრობიდან. მათ გირაოს გადახდის ვადად განესაზღვრათ 1 თვე. 

საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე, დაცვის მხარემ საქმეში წარმოდგენილი  მტკიცებულებები უდაოდ ცნო. შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე დაეთანხმა ბრალდების მხარე. 

ბრალდებულებს ბრალად ედებათ საქართველოს სს კოდექსის 375-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მძიმე დანაშაულების წინასწარ შეუპირებლად დაფარვა, ასევე ელგუჯა ცომაიას ბრალად ედება  სსკ-ის 25,344-ე მუხლის პირველი ნაწილი - საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარება.