ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

+ A -
A A A
a A

სასამართლო გადაწყვეტილებები

18 თებერვალი, 2019

ტეგები

სიახლე , შეხვედრა

კომუნიკაციის სტანდარტების განახლებულ დოკუმენტს უცხოელი ექსპერტი შეიმუშავებს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მენეჯერი მარიამ ცქიფურიშვილი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ყოფილ მენეჯერს ჰერმან ფონ ჰებელს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს სასამართლოებში მოქმედ  კომუნიკაციის სტანდარტების ცვლილებების პროექტზე ისაუბრეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ  კომუნიკაციის ახალი სტანდარტების  შემუშავებას  სასამართლო სისტემის განვითარების მიზნით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.   

კომუნიკაციის სტანდარტების განახლებული დოკუმენტის წარმოდგენის მიზნით, უცხოელი ექსპერტი სასამართლო სხდომას დაესწრო, გაესაუბრა მოსამართლეებს და გაეცნო მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის მუშაობის სპეციფიკას. შეხვედრა EU4Justice - სასამართლოს მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში გაიმართა.