ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

+ A -
A A A
a A

სასამართლო გადაწყვეტილებები

13 აპრილი, 2020

ტეგები

განაჩენი , არსებითი განხილვა

ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობისათვის ბრალდებულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

2020 წლის 13 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითად განხილვის კოლეგიამ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილვა ე.წ. 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე, ბრალდებულ ი. ო.-ის მიმართ.

სასამართლომ  გამოკვლეული მტკიცებულებებით,  არ გაიზიარა 2019 წლის 20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე ბრალდებულის მიერ  ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობა  და ი. ო. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა.

ბრალდებული ი.  ო.  დამნაშავედ იქნა ცნობილი ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობისათვის, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.