სასამართლო გადაწყვეტილებები
30 ივლისი, 2020
გიორგი რურუას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
2020 წლის 30 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ გიორგი რურუას მიმართ და მას სასჯელის სახედ და ზომად, დანაშაულთა ერთობლიობით და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო ცეცხლსასროლო იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისათვის, ასევე სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობასა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლაში.
საქმის არსებითად განხილვის სხდომებზე გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით: კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებით, ბრალდებულისა და ავტომანქანის ჩხრეკის, საექსპერტო კვლევებისთვის ხელისა და ნერწყვის ნიმუშების აღების ოქმებით, საქმეზე წარმოდგენილი ექსპერტიზების დასკვნებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა გიორგი რურუას მიერ ბრალად წარდგენილ დანაშაულთა ჩადენა.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.