ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

+ A -
A A A
a A

სასამართლო გადაწყვეტილებები

30 ნოემბერი, 2018

ტეგები

გადაწყვეტილება

ეკა გიგაურის სარჩელი არ დაკმაყოფილდა

2018 წლის 30 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა მოსარჩელე ეკა გიგაურის სარჩელი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ცნობების უარყოფისა და მორალური ზიანის სახით,  მოპასუხეების გურამ ადამაშვილისა და გიორგი ხაინდრავას მიმართ 30-30 თეთრის დაკისრების თაობაზე.

მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენდა მოპასუხეთა საჯარო განცხადებები 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევაში საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე ეკა გიგაურის მონაწილეობის თაობაზე, ასევე დარბევისათვის სპეციალური წოდების მინიჭებისა და მის მიერ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებზე პრემიის გაცემის შესახებ, რაც  მოსარჩელემ ცილისმწამებლურ ცნობებად მიიჩნია.

მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ სადაო განცხადებები  საჯარო დისკუსიის კონტექსტია, შესაბამისად სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სასამართლომ, საქართველოს და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ სადავო განცხადებები არ წარმოადგენდა მტკიცებითი ფორმით ფაქტების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და შეაფასა განმცხადებელთა სუბიექტურ დამოკიდებულებად, შეფასებით მსჯელობად, რაც  არ გასცდენია „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების“ ფარგლებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში.