ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

+ A -
A A A
a A

სასამართლო გადაწყვეტილებები

30 სექტემბერი, 2021

ტეგები

განცხადება

თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადება

მედია საშუალებებში ვრცელდება სრული დეზინფორმაცია, თითქოსდა ტელეკომპანია ,,ფორმულას’’  სასამართლოს მიერ  ყადაღა დაედო, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე დავით კეზერაშვილისა და ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხეებისგან სოლიდარულად დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

სარჩელის ფარგლებში უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ მოთხოვნა სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა, შესაბამისად აღნიშნულზე სასამართლო ვერც იმსჯელებდა.