ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

+ A -
A A A
a A

სასამართლო გადაწყვეტილებები

25 ოქტომბერი, 2019

ტეგები

განცხადება

თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადება

თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დაწყებამდე, ადვოკატი ნოდარ ილურიძე მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა.

ადვოკატი, რომელსაც სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიაში 10:00 საათზე დანიშნულ პროცესზე  ბრალდებულ ..- ინტერესები უნდა დაეცვა, კოლეგა ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა.

სასამართლოს შენობაში, პირველადი სამედიცინო დახმარება ადვოკატს სასამართლოს ექიმმა აღმოუჩინა. ასევე, თანამშრომლებმა მყისიერად გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება. გაწეული პირველადი სამედიცინო დახმარების მიუხედავად ადვოკატი ნოდარ ილურიძე ადგილზევე გარდაიცვალა.

თბილისის საქალაქო სასამართლო თანაგრძნობას უცხადებს ნოდარ ილურიძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.