ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

+ A -
A A A
a A

სასამართლო გადაწყვეტილებები

26 ივნისი, 2019

ტეგები

გადაწყვეტილება , განცხადება

51 პირი გათავისუფლდა ადმინისტრაციული პატიმრობიდან

2019 წლის 25  ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ  განიხილა და დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის  პროტესტები, რომლის თანახმადაც, ამა წლის  21 ივნისს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის შეფარდებული სახდელის ზომა - პატიმრობის ვადა  51 პირის მიმართ შეიცვალა და შემცირდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა დადგენილებების საფუძველზე,  51 პირი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა ადმინისტრაციული პატიმრობიდან.