გიორგი ჩერქეზია
თბილისის საქალაქო სასამართლო, მედიატორი
სერთიფიცირებული მედიატორი. პროფესიით იურისტი, ფლობს ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის ხარისხს, სწავლობს იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურაზე. 2022 წლიდან არის Black Sea Law Group LLC-ის მმართველი პარტნიორი. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) წევრი და მოქმედი ადვოკატი. სპეციალიზაცია: სამეწარმეო სამართალი, სახელმწიფო შესყიდვების სამართალი, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებები, შრომითი დავები, სამშენებლო სამართალი, საგადასახადო სამართალი, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალი.
მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იურიდიულ სამმართველოში იურისტად. წარმატებით გაიარა ჰარვარდის იურიდიული ფაკულტეტისა და ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი სამართლის პროგრამა, საავტორო უფლებების სამართლის მიმართულებით Harvard- Copyrightx. ფლობს: ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს