ქეთევან მეფარიშვილი
თბილისის საქალაქო სასამართლო, მედიატორი
ამჟამად არის ECOVIS Georgia-ს იურისტი. ფლობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრის დიპლომებს. ასევე, არის რადბაუდის უნივერსიტეტის საერთაშორისო კერძო სამართლის საზაფხულო სკოლის (ნიდერლანდები, ქ. ნაიმეჰენი) კურსდამთავრებული. 2016 წლიდან დღემდე ეწევა საადვოკატო პრაქტიკას. 2020 წლიდან არის საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. 2018 წელს გაიარა გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის მიერ ჩატარებული 56 საათიანი მედიატორთა სასერტიფიკატო ტრენინგი. იგი აკრედიტებული მედიატორია თბილისის და რუსთავის საქალაქო სასამართლოში. მისი სამედიაციო საქმეთა კატეგორიებია: ვალდებულებითი, საოჯახო, სამემკვიდრეო და შრომითი დავები.