ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

+ A -
A A A
a A
მოსამართლის ფოტო

ნიკოლოზ მარსაგიშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ივლისის განკარგულებით, დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ.  2020 წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად. 

მიმდინარე საქმეები

ბიოგრაფია

კონტაქტი

პირადი ინფორმაცია:

დაიბადა 1974 წლის 16 ივნისს, . თბილისში;

განათლება:

1990 წელს დაამთავრა  დაბა კოჩებეიას საშუალო სკოლა

1997 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;

სამუშაო გამოცდილება:

1999-2003 წლებში მუშაობდა დუშეთის რაიონული პროკურატურაში გამომძიებლის თანამდებობაზე;

2003-2004 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელი;

2004-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველოს უფროს გამომძიებლად;

2005 წელს მუშაობდა მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსად;

2005-2006 წლებში მუშაობდა დუშეთის რაიონული პროკურორის თანამდებობაზე;

2006-2007 წლებში მუშაობდა მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში განყოფილების პროკურორის თანამდებობაზე;

2007-2008 წლებში იყო შიდა-ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი;

2008-2017 წლებში იყო გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, ამავე წლიდან დაეკისრა გორის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება;

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით, დაინიშნა გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ;

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით, დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ მოსამართლედ;
 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით, ამწესდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლედ;

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით, 2019 წლის 2 დეკემბრიდან დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ივლისის განკარგულებით, დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ. 

2020 წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად. 

თარიღი მხარეები დარბაზი