მდივან/თანაშემწე
ინგა ხუბუტია
577 169907 ; 2 510300 (8149)
დაიბადა 1978 წლის 15 თებერვალს ქ.მოსკოვში
1995 წელს დაამთავრა ქ.თბილისის #2 საშუალო სკოლა
2000 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით, მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია
1999-2001 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სპეციალისტად საზოგადოებრივ საწყისებზე
2001 წელს გაიარა სამოსამართლო სწავლების ცენტრის პროგრამით გათვალისწინებული მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი კურსი
2001 წელს გაიარა სამოსამართლო სწავლების ცენტრისა და მსოფლიო ბანკის სასამართლო რეფორმის პროექტით გათვალისწინებული მოსამართლის თანაშემწეთა სწავლების ორკვირიანი კურსი
2001 წელს გაიარა გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef) მიერ სამართალდამცავ სტრუქტურათა წარმომადგენლებისათვის ორგანიზებული ტრენინგი ბავშვის უფლებათა კონვენციით გათვალისწინებულ საკითხებზე, გადაეცა სერტიფიკატი ტრენერის კვალიფიკაციით ბავშვის უფლებების შესახებ შემდგომი ტრენინგების ორგანიზების მიზნით
2001-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწედ
2004 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
2005-2006 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკონკურსო- საატესტაციო კომისიის მდივანი.
2005 წლის ოქტომბერში ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 29 აგვისტოს #514 ბრძანებულებით დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ.
2011 წლიდან 2015 წლამდე იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის დოქტორანტი.
გამოქვეყნებული აქვს შემდეგი შრომები: 1)„მეუღლეთა სახელშეკრულებო ქონებრივი ურთიერთობები (საქორწინო კონტრაქტი)“, ჟურნალი „სამართალი“, №6-7, 2000წ.; 2) „მეუღლეთა თანასაკუთრების ურთიერთშეთანხმებით განკარგვა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორის წილის გასხვისების უფლებასთან მიმართებაში“, ჟურნალი „სამართალი“, №9-10, 2002 წ.; 3) „ანდერძის ნამდვილობასთან დაკავშირებული დავები ქართულ სამოსამართლო სამართალში“, ჟურნალი „მართლმსაჯულება და კანონი“, №3(38), 2013წ.; 4) „სასამართლო მედიაციის სამართლებრივი ასპექტები“, ჟურნალი „მართლმსაჯულება და კანონი“, №4(39), 2013წ.; 5)„მამობის დადგენასთან დაკავშირებული დავების განხილვის თავისებურებანი“, ჟურნალი „მართლმსაჯულება და კანონი“, №1(40), 2014წ.; 6) „ზოგიერთი სამოქალაქო-სამართლებრივი ნორმის განმარტების პრობლემები კანონით მემკვიდრეობასთან დაკავშირებული დავების განხილვისას“, ჟურნალი „მართლმსაჯულება და კანონი“, №2(41), 2014წ.; 7) „სამემკვიდრეო დავებში მონაწილე პირები“, ჟურნალი „მართლმსაჯულება და კანონი“, №3(42), 2014წ.
მოხსენებით, თემაზე „სამოქალაქო-სამართლებრივი ნორმების განმარტების პრობლემები ანდერძის ნამდვილობასთან დაკავშირებული დავების განხილვისას“, მონაწილეობა აქვს მიღებული: 1. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ III საერთაშორისო კონფერენციაში თემაზე „თანამედროვე კერძო სამართალი“, 30-31 მარტი, 2014წ.; 2. ასოციაცია „East West“ ორგანიზებით ავსტრიის ქალაქ ვენაში 2014 წლის 14 ივნისს ჩატარებულ II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში კერძო და საჯარო სამართლის საკითხებზე.
2015 წლის 11 თებერვალს დაიცვა დისერტაცია თემაზე: „სამემკვიდრეო დავები სამოქალაქო პროცესში და ქართულ სამოსამართლო სამართალში“, მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
თარიღი: თარიღი | მხარეები: მხარეები | დარბაზი: დარბაზი |
---|